გარკვეული დიპლომატიური ნაბიჯებისთვის საკმარისად ძლიერი არ არის

უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებით, ფინანსურად უზრუნველყოფილია მომავალი წლისთვის, მაგრამ საკმარისად ძლიერი არ არის ამა თუ იმ დიპლომატიური ნაბიჯებისთვის, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პარტნიორებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს უკრაინის ეკონომიკის გასაძლიერებლად. ამ კონტექსტში ზელენსკიმ პროგრამა Ukraine Facility-სა და -ის მიერ უკრაინისთვის მსოფლიო ბანკში 20 მილიარდი დოლარის გადარიცხვაზე ისაუბრა.
„მომავალი წლისთვის ჩვენ ფინანსურად დაცული ვართ, მიმაჩნია, რომ უკრაინას ესეც აძლიერებს, მაგრამ ყველაფერი არ განხორციელებულა იმისთვის, რომ უკრაინა ძლიერი იყოს გარკვეული დიპლომატიური ნაბიჯებისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მომავალ წელს ძლიერი იყოს და დიპლომატიაზე გადავიდეს.
„მართალი გითხრათ, არ მჯერა, რომ პუტინს ომის დასრულება სურს, ამიტომ ჩვენ მოვაგვარებთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ომი ჩვენთვის, უკრაინისთვის სამართლიანად დასრულდეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება რეპრესიების გაგრძელებაა – რაც შეეხება სააკაშვილს, გასაკვირი არაა ერთ-ერთი პოლიტპატიმარი ასევე იყოს ციხეში, როცა ფაქტობრივად ყველა ოპოზიციონერი ლიდერი დაპატიმრებულია

გიორგი კახიანი – გაუგებარი იყო სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა, როდესაც იგი სრულიად ჯანმრთელად გამოიყურებოდა – განცხადებები, რომ ეს დასჯის მცდელობაა, მოსალოდნელი იყო, სინამდვილეში, ის ხდება, რაც კანონითაა გათვალისწინებული