ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა ავდიივკას აუცილებლად დაიბრუნებს

დონეცკის ქალაქ ავდიივკას აუცილებლად დაიბრუნებს, ამ მკვლელებს არაფერს მივცემთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ განაცხადა.
მან ტელეკომპანია Inter-ს განუცხადა, რომ ესაუბრა -ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და რომ ამერიკის ლიდერი აღიარებს, რომ დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკადან უკრაინული ჯარების გაყვანა უკრაინის იარაღით დახმარების შესუსტების შედეგია.
„ჩვენ გვინდა ჩვენი ბიჭების სიცოცხლე გადავარჩინოთ. მიხარია, რომ სამხედრო სარდლობას აქვს ასეთი სწორი გადაწყვეტილება. ჩვენ ყველაფერს დავიბრუნებთ. ამ მკვლელებს არაფერს მივცემთ, ამაში დარწმუნებული ვარ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, გუშინ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკის განცხადა, რომ უკრაინამ ავდიივკადან ჯარისკაცების გაყვანა დაიწყო.
„ავდიივკას ირგვლივ შექმნილი ოპერაციული სიტუაციიდან გამომდინარე, ალყაში მოქცევის თავიდან ასაცილებლად და სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, გადავწყვიტე ჩვენი ქვედანაყოფები ქალაქიდან გამეყვანა და თავდაცვის უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე გადავიდეთ“, – განაცხადა სირსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

გაბრიელიუს ლანდსბერგისი – მადლობას ვუხდი ვენეციის კომისიას “უცხოური გავლენის” კანონის გაუქმების ძლიერი რეკომენდაციისთვის – იმედს გამოვთქვამ, საქართველოს ლიდერები ამას გააკეთებენ

ვენეციის კომისია – ძლიერი რისკია, რომ კანონი შეეხებათ ორგანიზაციებსა და მედიებს, რომლებიც მთავრობას აკრიტიკებენ – უცხო ქვეყნების სახელით ლობისტური აქტივობები შესაძლებელია დარეგულირდეს ევროპული სტანდარტების შესაბამისად