– უკრაინას სჭირდება მშვიდობა, ნამდვილი მშვიდობა, რომელიც მესამე შემოჭრით არ განადგურდება

ომის პირველივე დღეებიდან გვაქვს ერთი, უაღრესად მარტივი პოზიცია: უკრაინას სჭირდება მშვიდობა, ნამდვილი მშვიდობა – ისეთი, რომელიც არ განადგურდება მესამე შემოჭრით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ -ის სამშვიდობო გეგმაზე კომენტირებისას განაცხადა.
მისი ინფორმაციით, შეხვედრა და ძალიან სერიოზული განხილვა ჰქონდა შეერთებული შტატების მნიშვნელოვან დელეგაციასთან.
„ამერიკულმა მხარემ წარმოადგინა თავისი წინადადებები – ომის დასრულების გეგმის პუნქტები – მათი ხედვა. ომის პირველივე დღეებიდან გვაქვს ერთი, უაღრესად მარტივი პოზიცია: უკრაინას სჭირდება მშვიდობა, ნამდვილი მშვიდობა – ისეთი, რომელიც არ განადგურდება მესამე შემოჭრით. ღირსეული მშვიდობა – ისეთი, რომელიც პატივს სცემს ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენს სუვერენიტეტს და უკრაინელი ხალხის ღირსებას“, – დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში და დასძინა, რომ სწორედ ეს პირობები უნდა იყოს უზრუნველყოფილი.
„გამოვყავი ის, რაც ჩვენთვის ფუნდამენტურია. შევთანხმდით, რომ გუნდები იმუშავებენ ამ წინადადებებზე – რათა ისინი რეალობად იქცეს. ჩვენ არ გავაკეთებთ რაიმე მძაფრ განცხადებებს და ერთგულნი ვართ მკაფიო, პატიოსანი მუშაობის – , შეერთებული შტატები და ჩვენი მეგობრები და პარტნიორები ევროპასა და მთელ მსოფლიოში“, – დასძინა ზელენსკიმ.
მისი თქმით, იმედი აქვს, უახლოეს დღეებში -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საუბრის შესაძლებლონა ექნება.
„მომავალ დღეებში პრეზიდენტ ტრამპთან საუბრის იმედი მაქვს. გვესმის, რომ ამერიკის ძალასა და მხარდაჭერას შეუძლია მშვიდობის დამყარება და არ გვინდა ამის დაკარგვა. ასევე გვესმის, რომ რუსეთს მშვიდობის რეალური სურვილი არ აქვს; წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ამ ომს არ დაიწყებდნენ. არსებობს მრავალი შეფასება – საკმაოდ სამართლიანი – რომ წელს მხოლოდ ერთ რამეს ცდილობს: სანქციების გადადებას და მეტი დროის მოგებას ომისთვის“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი აზრით, აშშ-ის შეუძლია უზრუნველყოს, რომ რუსეთის ვალდებულება, დაასრულოს ომი, საბოლოოდ სერიოზული გახდეს:
„100%-ით გავაგრძელებ მუშაობას ამ მიმართულებით – ახლა მთელი ჩემი დრო ამას დავუთმებ. უკრაინას მშვიდობა სჭირდება და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მსოფლიოში არავინ თქვას, რომ ჩვენ დიპლომატიას ვარღვევთ. ეს მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია