ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან ჯარისკაცების კიდევ ერთი ჯგუფი დაიბრუნა

უკრაინამ ს ტყვეობიდან ჯარისკაცების კიდევ ერთი ჯგუფი დაიბრუნა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ჩვენი ხალხი რუსეთის ტყვეობიდან სახლში ბრუნდება. მათი უმეტესობა ტყვეობაში 2022 წლიდან იმყოფებოდა. ისინი უკრაინის დამცველები არიან, რომლებიც დონეცკის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის, ხარკოვის, სუმის, ჩერნიგოვისა და ს ოლქებში იბრძოდნენ“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ტყვეობიდან დაბრუნებულთა შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიისა და უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის მებრძოლები.
„ჩვენი ხალხის დასაბრუნებლად მუშაობას ვაგრძელებთ. ჩვენი მიზანი თითოეული მათგანის გათავისუფლებაა“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ბეჟაშვილი – 13 წლის განმავლობაში ყველაფერი სცადეს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ გადარჩა – ეს აწუხებს „ოცნებას“, ამიტომ პუტინის მიმართ პირობას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გააუქმებენ, უკვე ერთპარტიულ პარლამენტში ახორციელებენ

გიორგი შარაშიძე – ჩვენ არაფერი საერთო არ გვექნება იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებენ, ბოდიშსაც არ უხდიან მათ, ვინც გააუბედურეს და ზოგადად, მშვიდობიანი დამხობის ახალ სცენარებს ალაგებენ