ზე ს დარტყმა ევროპასა და პრეზიდენტ ტრამპზე დარტყმაა

უკრაინაზე ს დარტყმა ევროპასა და პრეზიდენტ ტრამპზე დარტყმაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
“ეს [28 აგვისტოს] დარტყმა სრულიად მკაფიოდ აჩვენებს, რომ რუსეთის მიზნები რეალურად არ შეცვლილა. მათ ომი სურთ და ურტყამენ არა მხოლოდ ჩვენს ხალხს, არა მხოლოდ ჩვენს ქალაქებს, ჩვენს სოფლებს, რუსეთი ახლა ურტყამს ყველას მსოფლიოში, ვინც მშვიდობისკენ მიისწრაფვის,” – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, “ეს დარტყმაა ევროპაზე, ასევე ეს რუსეთის დარტყმაა პრეზიდენტ ტრამპზე, სხვა გლობალურ სუბიექტებზე”.
“ვაშინგტონში ჩვენ გვესმოდა, რომ პუტინი თითქოსდა მზად არის ომის დასრულებისთვის – ლიდერების დონეზე შეხვედრისთვისა და საკვანძო საკითხების მოგვარებისთვის. მაგრამ ის ბალისტიკურ რაკეტებს ირჩევს მშვიდობისკენ რაიმე რეალური ნაბიჯების ნაცვლად. ის ბავშვებს კლავს, რათა არ ილაპარაკოს იმაზე თუ როდის და როგორ იქნება მშვიდობა. პრობლემა იმაშია, რომ მას არ ეშინია ასე დარტყმა იმ ლიდერებზე, რომლებსაც ის რაღაცას პირდება,” – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი: სინამდვილეში ნიკოლეიშვილიც და გიორგობიანიც პირადად მე მოვხსენი კორუფციის გამო, ჩვენი მმართველობის საწყის ეტაპზე და გიორგობიანი ციხეს გერმანიაში დაემალა, საიდანაც ის ივანიშვილმა დააბრუნა

ზურაბ ჯაფარიძე – მოულოდნელი და ექსტრაორდინარული არაფერი ხდება, ცხადი იყო, რომელ გზას ადგნენ – ქუჩა ერთადერთი ბრძოლის ხაზია, რომელიც საგარეო წნეხთან ერთად ჩამოშლის რეჟიმს: ქუჩა, ძალების კონსოლიდაცია და ერთიან სტრატეგიაზე შეთანხმება