ვოლოდიმირ ზელენსკი – ტერორისტული სახელმწიფო ჩვენს პასუხს აუცილებლად იგრძნობს – რუსეთზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს

დღეს, ს მიერ განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა 4 და დაშავდა 45 ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ავრცელებს.
მისი თქმით, ტერორისტი სახელმწიფო უკრაინის პასუხს იგრძნობს.
„სამწუხაროდ, დღევანდელი დილა კვლავ მასიური სარაკეტო შეტევით დაიწყო. ხარკოვი, ზაპოროჟიეს ოლქი, კრივოი როგი, ხმელნიცკის ოლქი. დაშავდა 45 ადამიანი და ამ დროისთვის ცნობილია 4 დაღუპულის შესახებ. თანავუგრძნობ მათ ოჯახებსა და მეგობრებს! ტერორისტული სახელმწიფო ჩვენს პასუხს აუცილებლად იგრძნობს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, რუსეთის თავდასხმის შემდეგ, უკრაინის სამ რეგიონში – დონეცკში, ხერსონსა და ხმელნიცკში, გადაუდებელი სამაშველო ოპერაციები კვლავ გრძელდება.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შემდეგი თვე საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით დატვირთული იქნება.
„ბევრი ნაბიჯი იქნება და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას შევძლებთ. ჩვენს პარტნიორებთან უპილოტო საფრენი აპარატების შესახებ ვიმუშავებთ. ვიმუშავებთ ახალი სანქციების შესახებ. რუსეთზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს. კიდევ ერთ პრიორიტეტულ ამოცანას რეალური გადაწყვეტილებების უკრაინის ინტერესების მიხედვით გამოყენება და შემდეგ სამართლიანობის აღდგენის მიზნით რუსული აქტივების კონფისკაცია წარმოადგენს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.