– ტერნოპილში, საცხოვრებელ შენობაზე დარტყმა განხორციელდა, ადამიანები, შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ იყვნენ – ურცხვი თავდასხმა ადასტურებს, რომ რუსეთზე ზეწოლა საკმარისი არაა, საჭიროა ეფექტური სანქციები და უკრაინის დახმარება

რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 470-ზე მეტი დრონი და 48 რაკეტა გაუშვა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ტერნოპილში, დარტყმა ცხრასართულიან საცხოვრებელ შენობაზე განხორციელდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. სამწუხაროდ, შესაძლოა ნანგრევების ქვეშ ადამიანები იყვნენ. ამ დროისთვის ათობით ადამიანია დაშავებული და სამწუხაროდ, 9 ადამიანი დაიღუპა“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, რუსული ძალების თავდასხმის შედეგად უკრაინაში ენერგეტიკული, სატრანსპორტო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
„ყველა მსგავსი ურცხვად ჩადენილი თავდასხმა ადასტურებს, რომ რუსეთზე ზეწოლა საკმარისი არ არის. ამის შეცვლა ეფექტურ სანქციებსა და უკრაინის დახმარებას შეუძლია. რუსეთს თავისი ქმედებებისთვის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე III ილია მეორის გარდაცვალების გამო მეუფე შიოს სამძიმრის წერილს უგზავნის – რეგიონში საომარი მდგომარეობის გამო პირადად დასწრებას ვერ ვახერხებთ, რის გამოც ვაგზავნით ჩვენს წარმომადგენელს

რუსუდან ფეტვიაშვილი – პატრიარქისთვის გაერთიანებული საქართველო იყო უპირველესი, სულ ამბობდა: ერთიანობა, კონსენსუსი, ურთიერთგაგება – მან ერთხელ თქვა: როცა გაგიჭირდებათ და აღარ ვიქნები, შეგიძლიათ მომმართოთ, როგორც ცოცხალს და თხოვნას შევასრულებ