ვოლოდიმირ ზელენსკი – საჰაერო თავდაცვის საერთო სისტემაზე უნდა ვიმუშაოთ და ევროპაზე ეფექტიანი საჰაერო ფარი შევქმნათ

საჰაერო თავდაცვის საერთო სისტემაზე უნდა ვიმუშაოთ და ევროპაზე ეფექტიანი საჰაერო ფარი შევქმნათ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, “ტელეგრამის” საკუთარ არხზე წერს.
ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთან და ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან გამართული საუბრის შემდეგ გამოაქვეყნა.
“რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა რუსულ დრონებზე ვილაპარაკეთ, რომლებიც ამ ღამეს კვლავ გაუშვეს უკრაინის წინააღმდეგ და პოლონეთის საჰაერო სივრცეში შევიდნენ. ერთ-ორ რუსულ დრონებთან ინციდენტები აქამდეც იყო ნატოს აღმოსავლეთის ფლანგის ქვეყნებში, კერძოდ, რამდენიმე კვირის წინ რუმინეთში, მაგრამ ამჯერად რუსული დრონების გაცილებით დიდი რაოდენობა, გაცილებით დიდი სითავხედე – დრონები შევიდნენ არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ბელარუსის ტერიტორიიდანაც. ყველას ერთნაირად გვესმის, რომ ეს ს მხრიდან ესკალაციის საერთოდ სხვა დონეა. შესაბამისი რეაქცია უნდა იყოს”, – წერს ზელენსკი.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ საუბრის დროს ტუსკმა მათ შეატყობინა, რომ რუსული დრონების ნამსხვრევები, რომელთა შორის ასევე ირანული “შაჰედები” იყო, უკვე ბევრ ქალაქსა და სოფელში იქნა აღმოჩენილი.
“რუსეთის ასეთი თავხედური საქციელის მიზეზი რამდენიმეა, ყველა ჩვენგანისთვის სრულიად თვალსაჩინოა. საჰაერო თავდაცვის ერთიან სისტემაზე უნდა ვიმუშაოთ და ევროპაზე ეფექტიანი საჰაერო ფარი შევქმნათ. დიდი ხანია გამოდის ამ წინადადებით, არის კონკრეტული გადაწყვეტილებები. ერთად უნდა ვრეაგირებდეთ ყველა აქტუალურ გამოწვევაზე და მომავალში ყველა ევროპელი მზად ვიყოთ პოტენციური საფრთხეებისთვის”, – წერს ზელენსკი.