ვოლოდიმირ ზელენსკი – საფრთხის ქვეშ არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მოლდოვაცაა

საფრთხის ქვეშ არა მხოლოდ , არამედ მოლდოვაცაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი „ტელეგრამის” პირად არხზე წერს.
ზელენსკი აღნიშნავს, რომ რუსების მიერ კანევისა და დნესტრის ჰიდროელექტროსადგურების მიზანმიმართული დაბომბვა საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მოლდოვისთვისაც.
„ტერორისტ ქვეყანას ხერსონის ოლქში მომხდარი ეკოლოგიური კატასტროფის გამეორება სურს. მაგრამ ახლა საფრთხის ქვეშ არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მოლდოვაცაა. წყალი სასაზღვრო ბოძების წინ არ გაჩერდება, ისევე როგორც არ გაჩერდება რუსული ომი, თუ ერთად და დროულად არ გავაჩერებთ მას უკრაინაში“, – წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: სკალპელით გადაჭრა და დახურა თემა და ყოველგვარი სპეკულაციები, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების კეთილი ზრახვებით ნაკარნახევი არასწორი და კონტრპროდუქტიული რჩევა-დარიგებებიც