საუდის არაბეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი საუდის არაბეთში ჩავიდა. ამის შესახებ ზელენსკი “ტელეგრამის” პირად არხზე წერს.
“საუდის არაბეთში ჩავედი, რათა მისი აღმატებულება მემკვიდრე პრინც მუჰამად ბინ სალმან ალ-საუდისთან ჩვენი რეგულარული დიალოგი გავაგრძელო”, – წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ვიზიტისას მთავარი თემა – „მშვიდობის ფორმულა“ იქნება.
“გასულ წელს ჯიდაში მის რეალიზაციაზე მრჩევლების დონეზე შედეგიანი შეხვედრა ჩავატარეთ. ახლა პირველი მშვიდობის სამიტის ჩატარებას მივუახლოვდით და ს მხრიდან აქტიური მხარდაჭერის გაგრძელების იმედი გვაქვს”, – წერს ზელენსკი.
მისი თქმით, ასევე იგეგმება ომის ტყვეებისა და უკანონოდ დეპორტირებული პირების დაბრუნების საკითხის განხილვა. ასევე, განხილული იქნება ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტიული მიმართულებები და უკრაინის აღდგენაში ს მონაწილეობა.
“საუდის არაბეთის ლიდერობამ უკვე შეუწყო ხელი ჩვენი ხალხის დაბრუნებას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრაც მოიტანს შედეგებს”, – წერს ზელენსკი.