ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთის პრინცს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, ს ქალაქ ჯიდაში ტახტის მემკვიდრე პრინცს და პრემიერ-მინისტრ მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდს შეხვდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, შეხვედრა ში ომის მშვიდობიან მოგვარებას მიეძღვნა. უკრაინის პრეზიდენტმა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცთან ტყვეებისა და ბავშვების დაბრუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს შეიძლება გახდეს ერთ-ერთი მთავარი ქმედება სამშვიდობო ინიციატივებისადმი ნდობის გასაძლიერებლად. ლიდერებმა ასევე დეტალურად განიხილეს უსაფრთხოების მომავალი გარანტიების ფორმატები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკურ თანამშრომლობას. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა საუდის არაბეთის ინტერესი უკრაინაში ინვესტიციების და უსაფრთხოების, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში ერთობლივი პროექტების განხორციელების კუთხით.
„ვაფასებთ საუდის არაბეთის მზადყოფნას, განავითაროს ეკონომიკური თანამშრომლობა და ინვესტირება განახორციელოს უკრაინაში. განვიხილეთ ძირითადი საინვესტიციო სექტორები, დაწყებული უსაფრთხოებით, ენერგეტიკით და ინფრასტრუქტურით“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, უკრაინის დელეგაცია რჩება ჯიდაში, რათა ამერიკის გუნდთან იმუშაოს.
“ჩვენ პრაქტიკული შედეგის იმედი გვაქვს. უკრაინის პოზიცია შეხვედრაზე იქნება აბსოლუტურად კონსტრუქციული”, – დასძინა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, როგორი ქაოსია გარშემო და რამხელა ფასი აქვს მშვიდობას – გჯეროდეთ ჩვენი სახელმწიფოსი, რადგან დღეს მართლაც უნიკალური შანსი აქვს ჩვენს ქვეყანას გაძლიერდეს და განვითარდეს

ირაკლი კობახიძე „ლელო“-გახარიას კანდიდატზე – თბილისში ჩვენი ამოცანა მერის შემთხვევაში პირველივე ტურში არჩევნების მოგებაა, საკრებულოში კი მინიმუმ, 38 მანდატის მიღება – გუშინდელმა დღემ დაადასტურა, რომ ამ მიზანთან ახლოს ვართ