ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსტემ უმეროვმა თურქეთში უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრის წინადადება წამოაყენა

რუსტემ უმეროვმა თურქეთში უკრაინისა და ს წარმომადგენლების ახალი შეხვედრის გამართვის წინადადება წამოაყენა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ უკრაინელი დიპლომატებისადმი მიმართვისას განაცხადა.
„ჩვენი მხრიდან დღის წესრიგში არსებული საკითხები ნათელია: სამხედრო ტყვეების დაბრუნება, რუსეთის მიერ გატაცებული ბავშვების დაბრუნება და ლიდერების დონეზე შეხვედრისთვის მომზადება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, „ნამდვილად ეფექტური მოლაპარაკებები მხოლოდ ლიდერების დონეზე შეიძლება შედგეს“.
ცნობისთვის, უკრაინულ, თურქულ და რუსული მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სა და რუსეთს მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი შესაძლოა მიმდინარე კვირაში სტამბოლში გაიმართოს.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, შესაძლოა მოლაპარაკებები 24-25 ივლისს შედგეს. უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი სტამბოლში 2 ივნისს გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – მიუხედავად სიბნელისა, რომლის თავს მოხვევასაც რუსეთი და მისი მარიონეტული რეჟიმი ცდილობს საქართველოსთვის, ჩვენი გზა ევროპისკენ განათებულია ჩვენი მოქალაქეების გამბედაობით – არ დავნებდებით, არაფერი დამთავრდება, ვიდრე არ გავიმარჯვებთ