ს სარაკეტო თავდასხმის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა

რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ავრცელებს.
ს გუშინდელი თავდასხმის შედეგების აღმოსაფხვრელად მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება. თითქმის 120 ქალაქი და სოფელი – ასობით სამოქალაქო ობიექტი დაზიანდა. ამ ტერაქტის შედეგად სულ 159 ადამიანი დაშავდა. მათ შორის, ამ დროისთვის, სამწუხაროდ, გარდაცვლილია 39“, – წერს ზელენსკი „ტელეგრამის“ პირად არხზე.
უკრაინის პრეზიდენტმა მაშველებს, კომუნალური მომსახურების მუშაკებსა და პოლიციელებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა პირადად მადლობა გადავუხადო მსოფლიოს ყველა ლიდერს, პოლიტიკოსსა და საზოგადო მოღვაწეს, რომლებმაც ეს თავდასხმა დაგმეს. მადლობა უამრავი ქვეყნის ჟურნალისტებს, რომლებიც ჩვენს ხალხს უჭერენ მხარს და რუსული ბოროტებისა და ჩვენი თავდაცვის შესახებ სიმართლეს ამბობენ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს – 4 ოქტომბრის მოვლენების ბრალდებულ ორგანიზატორებსა და ანი ნადარეიშვილის აიპი მისამართებს შორის ფიქსირდება 343 ინტერნეტსესია – ბაჩანა ახალაიამ საერთოდ უარი განაცხადა ყველანაირი ჩვენების მიცემაზე

გიორგი შარაშიძე – არ გამიკვირდება, რომ ბაჩო ახალაიას წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე რადიკალური ქმედებების სურვილი ჰქონოდა, ასევე, არ გამიკვირდება, რომ ამას „ქართული ოცნება“ სათავისოდ იყენებდეს – ალბათ, ხაზები და კავშირები მიდის ლილუაშვილთან