ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 40 რაკეტა და 580 დრონი გაუშვა – აუცილებელია ძლიერი საერთაშორისო საპასუხო რეაქცია

რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 40 რაკეტა და 580 დრონი გაუშვა, – ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ავრცელებს.
„დარტყმების სამიზნე დნეპროპეტროვსკის, ნიკოლაევის, ჩერნიგოვის, ზაპოროჟიეს, პოლტავის, ს, ოდესის, სუმისა და ხარკოვის ოლქები იყო. მტერმა ჩვენს ინფრასტრუქტურას, საცხოვრებელ სახლებსა და სამოქალაქო ობიექტებს დაარტყა. დნიპროში რაკეტა პირდაპირ საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, რუსული ძალების იერიშის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.
„ყოველი მსგავსი დარტყმა არა სამხედრო აუცილებლობას, არამედ ს წინასწარგანზრახულ სტრატეგიას წარმოადგენს, რათა ჩვენი მოსახლეობის ტერორი მოახდინოს და ჩვენი ინფრასტრუქტურა გაანადგუროს. სწორედ ამიტომ აუცილებელია ძლიერი საერთაშორისო საპასუხო რეაქცია“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.