– რუსეთმა, ბოლო 5 დღის განმავლობაში, უკრაინის 14 ოლქს 1300-ზე მეტი დრონით, 900-მდე მართვადი საჰაერო ბომბითა და სხვადასხვა ტიპის 50-მდე რაკეტით შეუტია

რუსეთზე სანქციების მეშვეობით ზეწოლა უნდა გავაძლიეროთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, X-ზე წერს.
ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, რუსეთმა ბოლო 5 დღის განმავლობაში უკრაინის 14 ოლქს 1300-ზე მეტი დრონით, 900-მდე მართვადი საჰაერო ბომბითა და სხვადასხვა ტიპის 50-მდე რაკეტით შეუტია.
ომის გაჭიანურებას აგრძელებს და ცდილობს დიპლომატია ფარსად აქციოს. ამას ერთიანი საპასუხო რეაქცია უნდა მოჰყვეს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
მისი თქმით, -ის პრეზიდენტი, „ მართალია და რუსეთის მიერ ნავთობითა და გაზით ვაჭრობაზე ეფექტური შეზღუდვები უნდა დაწესდეს“.
„უკრაინისთვის იარაღის მიწოდება უნდა გავზარდოთ, რათა მსგავსი შემოჭრები მომავალში აღარ განმეორდეს. ხანგრძლივი მშვიდობისთვის ნამდვილი და მოქმედი უსაფრთხოების გარანტიებია საჭირო“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია