ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთის ხელმძღვანელობა წინა საუკუნეში – სასტიკი ძალადობის, ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის სრული უგულებელყოფის ეპოქაშია ჩარჩენილი

რუსეთის ხელმძღვანელობა სხვა საუკუნეშია ჩარჩენილი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ 1975 წლის ჰელსინკის შეთანხმების 50 წლისთავისადმი მიძღვნილ „ჰელსინკი+50“ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
თავდასხმებს აგრძელებს, მაშინაც კი, როდესაც მთელი მსოფლიო ომის დასრულებისკენ მოუწოდებს, ომის, რომელიც თავად რუსეთმა დაიწყო და ომის, რომელიც მხოლოდ რუსეთის ხელმძღვანელობას სურს. ისინი გონებრივად წინა საუკუნეში არიან ჩარჩენილები, სასტიკი ძალადობის, ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის სრული უგულებელყოფის ეპოქაში. ვიცით, რომ მსგავსი იდეები ევროპაში აღარასდროს უნდა დაბრუნდეს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, „მშვიდობის მიღწევის მიზნით რუსული აქტივების ჩამორთმევის დროა“.
„რუსეთის სამხედრო მანქანა სრულად უნდა შევაჩეროთ, სამხედრო ინდუსტრიაზე წვდომა და ენერგეტიკული შემოსავლები უნდა შევუზღუდოთ. და ბოლოს, ყველა გაყინული რუსული აქტივი, მათ შორის მოპარული სიმდიდრე რუსული აგრესიისგან დასაცავად უნდა გამოვიყენოთ. მაგრამ, თუ მსოფლიო რუსეთში რეჟიმის შეცვლას მიზნად არ ისახავს, ეს ნიშნავს, რომ ომის დასრულების შემდეგ მოსკოვი მეზობელი ქვეყნების დესტაბილიზაციას კვლავ შეეცდება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი დათანხმდა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას, თუმცა არ იცის, ექნება თუ არა პუტინს გამბედაობა შეხვედრას დაესწროს