: ს ტერიტორიაზე ბუფერულ ზონას ვინარჩუნებთ

რუსეთის ტერიტორიაზე ბუფერულ ზონას ვინარჩუნებთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს კურსკის ოლქში ჩვენი მოქმედებების დაწყებიდან ზუსტად ხუთი თვე გავიდა და ს ტერიტორიაზე ბუფერულ ზონას ვინარჩუნებთ, იქ რუსულ სამხედრო პოტენციალს აქტიურად ვანადგურებთ. კურსკის ოპერაციის დროს მტერმა უკვე 38 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა, მხოლოდ ამ ერთი მიმართულებით“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინელ მებრძოლებს „ომის სახლში, რუსეთში დაბრუნებისთვის“ მადლობა გადაუხადა.

„რუსებმა კურსკის ოლქში ძლიერი დანაყოფები განალაგეს, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცებიც იქ არიან განლაგებული. მნიშვნელოვანია, რომ ამ ცოცხალი ძალის სხვა ფრონტებზე გადაყვანა შეუძლებელია“, – აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ხმალაძე – პაპუაშვილმა თქვა, რომ თურმე აქლემის და ნემსის ქურდი სხვადასხვაა, ეს იყო ანტიკონსტიტუციური განცხადება: „თუ მოძლიერდნენ, ავკრძალავთ“ – აუცილებელია პროდასავლურმა პარტიებმა ერთიანი სტრატეგიის შემუშავება მოახერხონ

შალვა პაპუაშვილი – ვულოცავ თურქ ხალხს თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების წლისთავს – კომპლექსურ და არასტაბილურ გეოპოლიტიკურ გარემოში, საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის გაძლიერება აუცილებელია ჩვენი ქვეყნების მომავალი პროგრესისთვის