– რუსეთის დარტყმებს ვუპასუხებთ, რათა აუცილებლად იგრძნოს თავისი თავხედობის შედეგები

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თავხედურად აგრძელებს უკრაინაზე დრონებით თავდასხმებს.
„რუსების თავხედობა იზრდება: ისინი დღის განმავლობაში სულ უფრო ხშირად ესხმიან თავს უკრაინას ათობით თავდასხმის დრონით. ეს არის რუსეთის მხრიდან აშკარა უპატივცემლობა ყველაფრის მიმართ, რასაც მსოფლიო ომის დასასრულებლად აკეთებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსებმა „ფაქტობრივად, უარყვეს ის, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა – ლიდერების შეხვედრის შესახებ, რომელიც ომის დასასრულებლად აუცილებელია“.
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის დარტყმებს უპასუხებს.
„ახლა ჩვენ ვხედავთ რუსული ძალების კიდევ ერთ თავმოყრას ფრონტის ზოგიერთ ნაწილში. აგრძელებს დარტყმებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვუპასუხებთ. ჩვენ ვუპასუხებთ, მათ შორის ასიმეტრიულად, რათა რუსეთმა აუცილებლად იგრძნოს თავისი თავხედობის შედეგები“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია: ქართული ეკლესია, მისი ავტოკეფალიით, ქართული ენის შენარჩუნებით, ეროვნული თვითმყოფადობის გადარჩენისთვის ბრძოლით – რუსეთთან დაპირისპირების წინა ხაზზე იყო ყოველთვის. მსხვერპლიც ბევრი გაიღო, ბევრიც იბრძოლა