უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყება მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისა და უსაფრთხოების გარანტიების მიღების შემდეგ შეუძლია, – ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ პოდკასტერ ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ 25 იანვარს ან სხვა დღეს დავსხდებით, პირველ რიგში, ტრამპთან ერთად. ჩვენ მოვილაპარაკებთ, როგორ შეგვიძლია შევაჩეროთ ომი და პუტინი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპასაც ჰქონდეს ხმა, რომლის ნაწილიც ჩვენ ვართ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, მოსკოვთან საუბარი მხოლოდ მას შემდეგაა შესაძლებელი, რაც კიევს უსაფრთხოების გარანტიებს შესთავაზებენ. მისი აზრით, ტრამპს შეუძლია ამის გაკეთება. ”ასე, და არა უბრალოდ სამივე მაშინვე დავსხდეთ [მოლაპარაკების მაგიდასთან]”, – დასძინა ზელენსკიმ.