– რუსებმა დონეცკის ოლქში პენსიის მისაღებად რიგში მყოფ ხალხს დაარტყეს, რის შედეგადაც, 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

რუსებმა დონეცკის ოლქში პენსიის მისაღებად რიგში მყოფ ხალხს დაარტყეს, რის შედეგადაც, 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის სოფელ იაროვაიაში საავიაციო ბომბი ჩამოაგდეს.
„რუსეთის სასტიკი საჰაერო დარტყმა პირდაპირ ადამიანებზე. ჩვეულებრივ მშვიდობიან მოქალაქეებზე. ზუსტად იმ დროს, როდესაც პენსიები გაიცემოდა. წინასწარი ინფორმაციით, 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი და მომხდარის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს.
მისი თქმით, „მსგავსი რუსული დარტყმები მსოფლიოს მიერ რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს“.
„რუსები სიცოცხლის განადგურებას აგრძელებენ, თუმცა სანქციებს თავს არიდებენ. მსოფლიო უმოქმედოდ არ უნდა დარჩეს. საჭიროა -ისა და ევროპის მხრიდან რეაგირება“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ვიზების შეჩერება შეიძლება მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუ ხელისუფლება პრობლემებს არ მოაგვარებს – მოლაპარაკებები გრძელდება დემოკრატიულ უკუსვლასა და უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების სანქციების საკითხზე