: რაკეტა “ფლამინგოს” რადიუსი 3000 კმ არის, ზამთარში მასობრივ წარმოებას დავიწყებთ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან ახალ უკრაინულ ფრთოსან რაკეტა ფლამინგოზე ისაუბრა.

РБК-Україна ციტირებს ზელენსკის სიტყვებს, რომელთა მიხედვითაც რაკეტა უკვე გამოცადეს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს მისი ქვეყნის მფლობელობაში ყველაზე ეფექტური რაკეტაა.

“ჯერჯერობით ეს არის ყველაზე წარმატებული რაკეტა, რაც გაგვაჩნია. ის 3 000 კილომეტრს ფარავს, ეს მნიშვნელოვანია.” – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ფლამინგოზე დამატებითი დეტალების გასაჯაროება ნაადრევი იქნება მანამ, სანამ მათი დიდი რაოდენობით გამოყენება არ შეეძლებათ.

“დეკემბერში ჩვენ მეტი გვექნება. დეკემბრის ბოლოს ან იანვარ-თებერვალში კი დაწყებული უნდა იყოს მასობრივი წარმოება. უნდა დავაკვირდეთ წარმატებებს გამოცდის დროს, უნდა დავაკვირდეთ ამ პროგრამის დაფინანსებას.” – თქვა ზელენსკიმ.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა პირველი ვიდეოები, რომლებშიც რაკეტა ფლამინგოს გაშვება ჩანდა. გავრცელებული ცნობების მიხედვით, რაკეტა დაცულია რადიოელექტრონული ბრძოლის მეთოდებისგან.

ასევე დაგაინტერესებთ

“ძვირფასო ბელარუსებო, თავი შეიკავეთ დღეს რუსეთში, განსაკუთრებით სასაზღვრო ოლქებში მოგზაურობისგან. იქ ყოველდღე ვარდება უპილოტო საფრენი აპარატები და მსგავსი უსიამოვნო შემთხვევები ხდება”