უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან ახალ უკრაინულ ფრთოსან რაკეტა ფლამინგოზე ისაუბრა.
РБК-Україна ციტირებს ზელენსკის სიტყვებს, რომელთა მიხედვითაც რაკეტა უკვე გამოცადეს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს მისი ქვეყნის მფლობელობაში ყველაზე ეფექტური რაკეტაა.
“ჯერჯერობით ეს არის ყველაზე წარმატებული რაკეტა, რაც გაგვაჩნია. ის 3 000 კილომეტრს ფარავს, ეს მნიშვნელოვანია.” – თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ფლამინგოზე დამატებითი დეტალების გასაჯაროება ნაადრევი იქნება მანამ, სანამ მათი დიდი რაოდენობით გამოყენება არ შეეძლებათ.
“დეკემბერში ჩვენ მეტი გვექნება. დეკემბრის ბოლოს ან იანვარ-თებერვალში კი დაწყებული უნდა იყოს მასობრივი წარმოება. უნდა დავაკვირდეთ წარმატებებს გამოცდის დროს, უნდა დავაკვირდეთ ამ პროგრამის დაფინანსებას.” – თქვა ზელენსკიმ.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა პირველი ვიდეოები, რომლებშიც რაკეტა ფლამინგოს გაშვება ჩანდა. გავრცელებული ცნობების მიხედვით, რაკეტა დაცულია რადიოელექტრონული ბრძოლის მეთოდებისგან.