პუტინმა თავდასხმისთვის შობა განზრახ აირჩია, რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო არაჰუმანური? – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„70-ზე მეტი რაკეტა, მათ შორის ბალისტიკური რაკეტები და ასზე მეტი დრონი. სამიზნე ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო. ისინი უკრაინაში ელექტროენერგიის გათიშვის მცდელობებს აგრძელებენ“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.
ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული 50-ზე მეტი რაკეტა და დრონების უმეტესობა ჩამოაგდეს.
„რუსული ბოროტება უკრაინას ვერ გატეხს და შობას ვერ ჩაშლის“, – აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი.