– პუტინმა დიპლომატიას უკვე თითქმის ნახევარი წელი მოპარა – ახალი ოპერაციებისთვის ემზადება, მათ შორის ევროპული ქვეყნების ტერიტორიაზე

რუსეთი ახალი ოპერაციებისთვის ემზადება, მათ შორის ევროპული ქვეყნების ტერიტორიაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმი ზელენსკი X-ზე წერს.
„პუტინმა დიპლომატიას უკვე თითქმის ნახევარი წელი მოპარა. თავის გეგმებს არ ცვლის და ამ ომიდან გასვლის გზებს არ ეძებს. პირიქით, ისინი ახალი ოპერაციებისთვის ემზადებიან, მათ შორის ევროპული ქვეყნების ტერიტორიაზე“, – წერს .
მისი თქმით, რუსეთის „პრინციპს სისუსტის გამოყენება“ წარმოადგენს.
„მათ უნდა ნახონ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ისინი ყველგან შევაჩეროთ. ამიტომ, ევროპაში ჩვენი საერთო უსაფრთხოების არქიტექტურისთვის მეტი წარმოება, მეტი კოორდინაცია და ეფექტურობა გვჭირდება“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – გრიგოლ ლილუაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს, მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ არ შეიძლება იყოს პირდაპირი მტკიცებულებები ბრალდებაში ასახულ გარემოებებზე – მოვითხოვთ მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას

ლაშა ფარულავა ლილუაშვილზე – რასაც ბრალად ვუყენებდით „ოცნებას“, თავად დაადასტურეს და ეს სრულიად საკმარისია, რომ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს – ივანიშვილს თუ გვერდით მიუსვამენ ან გამოიკითხავენ, შეიძლება ვირწმუნოთ, რომ კორუფციას ებრძვიან