ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა დაიწყო ომი უკრაინის წინააღმდეგ, რადგან ის წინა ომებს დაუსჯელად გადაურჩა, როგორც ბანდიტი, რომელსაც არასდროს არაფერზე მოუწია პასუხისგება – მოვუწოდებ ევროპას და დემოკრატ მეგობრებს, მხარი დაუჭირონ ტრიბუნალის შექმნას

ვამაყობთ ევროპით, რომელიც არ კლავს, რომელიც გაერთიანებულია. რომელიც იცავს საერთაშორისო სამართალს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ჩვენს კონტინენტს გრძელი და მდიდარი ისტორია აქვს, მაგრამ დღეს ჩვენ ყველაზე მეტად ვამაყობთ ჩვენი ახალი ევროპით – ევროპით, რომელმაც იცის, როგორ იცხოვროს და იცავს სიცოცხლის უფლებას. ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ეს ევროპა. ჩვენ ვამაყობთ ევროპით, რომელიც არ კლავს, რომელიც გაერთიანებულია, რომელიც იცავს საერთაშორისო სამართალს. ევროპით, რომელიც პატივს სცემს ინდივიდს და თუ ვიკითხავთ, ვინ არის ეს ინდივიდი, ეს ნამდვილად არ არის რომელიმე მმართველი ან მეფე. დღევანდელი ევროპის გულში ყველა ადამიანის პატივისცემაა“, – აცხადებს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ პასუხისმგებლობის გარეშე დეკლარირებული უფლებები რეალური არ არის და ადამიანის ღირსების პატივისცემა გაქრობას იწყებს.
„ეს არის მე-20 საუკუნის უდიდესი მორალური მემკვიდრეობა – უნდა არსებობდეს პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით, პასუხისმგებლობა ომისთვის, რადგან თუ ერთი ომიც კი დაუსჯელი დარჩება, მას კიდევ მეტი ომი მოჰყვება. სწორედ ამიტომ დაიწყო პუტინმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ – ის წინა ომებს დაუსჯელად გადაურჩა, როგორც ბანდიტი, რომელსაც არასდროს არაფერზე მოუწია პასუხისგება. ეს აღარასდროს უნდა განმეორდეს. დღეს თქვენს წინაშეა გადაწყვეტილება – გადაწყვეტილება, შეიქმნას მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს მომავალი ომების თავიდან აცილებას ანგარიშვალდებულების გზით. გადაწყვეტილება შეიქმნას ტრიბუნალი – ტრიბუნალი ს მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიის დანაშაულისთვის“, – წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტი ევროპას და სხვა პარტნიორებს მოუწოდებს, ამ გადაწყვეტილების მიმართ მხარდაჭერა გამოხატონ.
„დღეს, როდესაც 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები ლვოვში შეხვედრას მართავენ, მოვუწოდებ მთელ ევროპას და ჩვენს დემოკრატ მეგობრებს მთელ მსოფლიოში, გამოხატონ თავიანთი პოლიტიკური მხარდაჭერა ამ გადაწყვეტილების მიმართ“, – წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა