პოლონეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში ჩავიდა. შესაბამის ვიდეო უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტს ვარშავის აეროპორტში პოლონური მხარის წარმომადგენლები და პოლონეთში უკრაინის ელჩი, ვასილი ბოდბარი დახვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი პირველ ორმხრივ შეხვედრას გამართავს პოლონეთის ახალ პრეზიდენტთან, კაროლ ნავროცკისთან.