პარტნიორებს – „შაჰედების“ წინააღმდეგ უფრო იაფი გადაწყვეტილებები გვაქვს, ვიდრე Patriot-ებია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას რუსული უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ გაცილებით იაფი და სისტემური გადაწყვეტილებები აქვს, ვიდრე მის პარტნიორებს და მზადაა, ამ საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ თავისი გამოცდილება გაუზიაროს.
„უკრაინის დაცვა ნამდვილად საერთო ამოცანაა. და ჩვენ მზად ვართ, ყველა პარტნიორს ვასწავლოთ ასეთი თავდაცვა. ყველა ხედავს, რომ რუსები იკვლევენ, თუ როგორ გადაიტანონ ომი პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების ტერიტორიაზე. რუსეთის არმია ასევე სცდის რუმინეთს. რა თქმა უნდა, ნატო-ს აქვს Patriot-ები, სხვა სისტემები და ძლიერი გამანადგურებლები, მაგრამ რუსული „შაჰედებისა“ და „გერბერების“ წინააღმდეგ, ჩვენ, უკრაინაში, გაცილებით იაფი, უფრო მასიური და სისტემური გადაწყვეტილებები გვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ დრო არ დავკარგოთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
10 სექტემბერს, ოცამდე რუსული დრონი პოლონეთის ტერიტორიაზე შეიჭრა. პოლონეთმა მათი ნაწილი ჩამოაგდო და ნამსხვრევების უმეტესობა უკვე ნაპოვნია, ძირითადად ლუბლინის სავოევოდოში, ბელარუსის საზღვართან ახლოს. ერთ-ერთმა უპილოტო საფრენმა აპარატმა კერძო სახლის სახურავი და ავტომობილი დააზიანა. არავინ დაღუპულა, ან დაშავებულა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია