პარიზში ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტი, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიას დაესწრება, იქამდე კი ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს შეხვდება.
პარიზში იმყოფება -ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს, თუმცა მხარეებს ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ.
დღეს საღამოს, ხუთი წლის წინ გაჩენილი ხანძრის შემდეგ რესტავრირებული ნოტრ-დამის გახსნის ცერემონიას 40-მდე ქვეყნის მთავრობის ლიდერი დაესწრება.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე ნიკოლოზი – შორს არ არის ის დღე, როცა უწმინდესის კანონიზაციის საკითხს დავაყენებთ – წმინდანობის ერთ-ერთი ნიშანია საყოველთაო თაყვანისცემა, რასაც ვხედავთ, არის განკურნების, სასწაულების მოხდენის შემთხვევები