ხანგრძლივი საუბარი გვქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან – ჩვენ ერთი-ერთზე ვისაუბრეთ იქამდე, სანამ ევროპელი ლიდერები შემოგვიერთდებოდნენ.
ტრამპთან ორმხრივი სატელეფონო საუბარი საათნახევრის განმავლობაში გაგრძელდა.
უკრაინა კიდევ ერთხელ ადასტურებს მზაობას, იმუშაოს მაქსიმალური ძალისხმევით მშვიდობის მისაღწევად.
პრეზიდენტმა ტრამპმა მაცნობა მისი პუტინთან შეხვედრის მნიშვნელოვან დეტალებზე – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის სიმტკიცეს გავლენა აქვს სიტუაციის განვითარებაზე.
ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტი ტრამპის წინადადებას უკრაინის, აშშ-სა და რუსეთის სამმხრივი შეხვედრის შესახებ.
უკრაინა ხაზს უსვამს, რომ ძირითადი პრობლემები შესაძლოა განხილულ იყოს ლიდერების დონეზე და სამმხრივი ფორმატი შეესაბამება ამას.
ორშაბათს პრეზიდენტ ტრამპს ვაშინგტონში შევხვდები, რათა ყველა დეტალი განვიხილოთ მკვლელობებისა და ომის დასასრულებლად – მადლიერი ვარ ამ მოწვევისთვის.
მნიშვნელოვანია, რომ ევროპელები ყველა ეტაპზე მონაწილეობდნენ, რათა უზრუნველყონ უსაფრთხოების საიმედო გარანტიები ამერიკასთან ერთად.
ჩვენ ასევე განვიხილეთ დადებითი სიგნალები ამერიკის მხრიდან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით.
ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი პოზიციების კოორდინაციას ყველა პარტნიორთან.
წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.
თეთრი სახლის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი შედგა, რის შემდეგაც ტრამპი NATO-ს ლიდერებს გაესაუბრა.
15 აგვისტოს ალასკაში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ტრამპმა აღნიშნა, რომ შეხვედრა “პროდუქტიული” იყო და დაამატა, რომ NATO-სა და ზელენსკის იმავე დღეს დაურეკავდა.