ვოლოდიმირ ზელენსკი – ორმაგი სტანდარტებიც არსებობს, ყველას დაავიწყდა, რომ ისრაელი ნატო-ს ქვეყანა არ არის

ორმაგი სტანდარტებიც არსებობს, ყველას დაავიწყდა, რომ ნატო-ს ქვეყანა არ არის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მ ბრაზილიურ მედიასაშუალებებთან ინტერვიუში განაცხადა.
„როდესაც ომის პირველივე დღიდან ვამბობდით: „ჩაკეტეთ ცა, დაიცავით ”, ჩვენ გვეუბნებოდნენ: „ჩვენ ასე შეგვიძლია ვქნათ, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთთან ომში ვიქნებით ჩათრეულნი, ვინაიდან ნატო-ს ქვეყანა არ ხართ, ჩვენ კი ნატო-ს ქვეყნები ვართ… ისრაელთან ვითარება სრულიად პრაგმატული – ყველაფერი უნდა გაენადგურებინათ, რაც ისრაელელებისკენ მიფრინავდა, ყოჩაღ, რომ გაანადგურეს და ადამიანები იქ ცოცხლები არიან, მადლობა ღმერთს! მაგრამ სწორედ ეს არის ორმაგი სტანდარტები – რაღაც მომენტში ყველას დაავიწყდა, რომ ისრაელი ნატო-ს ქვეყანა არ არის”, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანის მხრიდან ისრაელის დაცვის დროს მოკავშირეებმა აჩვენეს, რომ “ტექნოლოგიები საკმარისია ასობით ირანული რაკეტისა და “შაჰედის” ჩამოსაგდებად” და ამის დემონსტრაცია ასევე “სთვის დემონსტრაცია უნდა ყოფილიყო”.
„ვინაიდან არაერთხელ რუსეთის ფედერაციის თვითმფრინავებსაც და რაკეტებსაც გადაუკვეთიათ პოლონეთისა და რუმინეთის საჰაერო სივრცე და იქ არანაირი რეაქციები არ ყოფილა. ეს ორმაგ სტანდარტებზე მეტყველებს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

გაბრიელიუს ლანდსბერგისი – მადლობას ვუხდი ვენეციის კომისიას “უცხოური გავლენის” კანონის გაუქმების ძლიერი რეკომენდაციისთვის – იმედს გამოვთქვამ, საქართველოს ლიდერები ამას გააკეთებენ