ვოლოდიმირ ზელენსკი – ომში რუსებზე ხუთჯერ ნაკლები დანაკარგები განვიცადეთ

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ომში რუსებზე ხუთჯერ ნაკლები დანაკარგები განიცადა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინული ძალების მიერ ომში განცდილი დანაკარგების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ, ზელენსკიმ განაცხადა :
„ვიცით, რომ ათიათასობით ადამიანი დაიღუპა. ათიათასობით ბავშვი იქნა დეპორტირებული. თუ შევადარებთ დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობას, მე ვიტყოდი, რომ თანაფარდობა არის 1:5. ბრძოლაში დაღუპული ყოველ უკრაინელ ჯარისკაცზე 5 რუსი დაღუპული ჯარისკაცი მოდის ეს არის მიახლოებითი სტატისტიკა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, რუსეთმა ში 400 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ქვეყნის სადარაჯოზე მდგომო ახალგაზრდებო! ახლა აქ ვდებ დოკუმენტს, რომელიც თქვენს ასაკში (მაშინ 22 წლის ვიყავი) არანაკლებ და ალბათ გაცილებით მტკივნეული, საშიში, ავისმომასწავეველი იყო, ვიდრე გუშინ მიღებული კანონი”