ვოლოდიმირ ზელენსკი – ნოემბრის დასაწყისში მთელი გეგმა მზად იქნება, რაც რუსეთთან ნებისმიერი ფორმატით საუბრის დასაწყისი და საფუძველი გახდება

ნოემბრის დასაწყისში მთელი გეგმა მზად იქნება, ეს რუსეთთან ნებისმიერი ფორმატით საუბრის დასაწყისი და საფუძველი გახდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ განაცხადა.
„ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ იმისთვის, რათა მეორე სამიტზე ვიხილოთ, რადგან ყველა ჩვენმა მოკავშირემ, მათ შორის უახლოესმა მოკავშირემ, რომლებიც ჩვენს მხარეს არიან და რუსეთს ყოველთვის ეწინააღმდეგებიან, ყველამ განაცხადა, რომ რუსეთი მეორე სამიტზე უნდა იყოს. მაგრამ, რადგან რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ იბრძვის, ომის რომელიმე მხარის გარეშე დასრულება არ შეიძლება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გეგმის სამი პუნქტი უკვე მომზადებულია და რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრები ონლაინ ფორმატში გაიმართა, ასევე, „ოფლაინ და ონლაინ ფორმატში შეხვედრები კვლავ გაიმართება“.
„როგორც უკვე ვთქვით, ნოემბრის დასაწყისში მთელი გეგმა მზად იქნება. ეს რუსეთთან ნებისმიერი ფორმატით საუბრის დასაწყისი და საფუძველი იქნება. ნებისმიერ ფორმატში, მის ნებისმიერ წარმომადგენელთან, რადგან გეგმა იქნება და რაღაც საჩვენებელია. თუ მათ ეს არ მოეწონებათ, მათი რეაქცია კონკრეტულ საკითხებზე გასაგები იქნება და არა მხოლოდ ზოგადად – ჩვენ არაფერი გვსურს და ომს გავაგრძელებთ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, დღეს რუსეთს მხოლოდ ომის გაგრძელება სურს.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია – ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერი, შაჰინ შიხლინსკი დააკავეს, მას მანქანის ფანჯარა ჩაუმტვრიეს, გადმოათრიეს და ხელბორკილი დაადეს – რუსმა ძალოვანებმა დააკავეს ბიზნესმენი იუსუფ ხალილოვიც

გიორგი ბუტიკაშვილი – გახარია თუ გერმანიიდან აპირებს პარტიის მართვას და არჩევნებში შესვლას, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ,“ლელოც” მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, კარგად იციან და კვლევებიდანაც დაინახავდნენ, რომ შანსი არ აქვთ არც თბილისში და არც არსად