ვოლოდიმირ ზელენსკი – ნახევარი მილიონი ადამიანის მობილიზების აუცილებლობას ვერ ვხედავ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამ დროისთვის ვერ ხედავს კონკრეტულ დეტალებს გენერალური შტაბიდან, რომ საჭიროა 500 000 უკრაინელის მობილიზება.
„პირადად მე დღეს ვერ ვხედავ ნახევარი მილიონი ადამიანის მობილიზების აუცილებლობას. ჯერ არ მინახავს საკმარისი მკაფიო დეტალები, რომ ვთქვა, ნახევარი მილიონის მობილიზებაა საჭირო“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში მობილიზაცია საჭიროა, რათა მოხდეს ფრონტზე მყოფი ჯარისკაცების ჩანაცვლება.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განმარტა, რომ სამხედროების ხელფასი და წვრთნა უკრაინის ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ