ნატო-ში -ის ელჩს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, ნატო-ში -ის ელჩს, მეთიუ უიტაკერს შეხვდა, – ინფორმაციას ელჩი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, ზელენსკის განუცხადა, რომ ომი უნდა დასრულდეს.
„განვაცხადე, რომ ეს უაზრო ომი უნდა დასრულდეს და რომ მშვიდობა – პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევით – წინსვლის ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი გზაა“, – წერს მეთიუ უიტაკერი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
შეგახსენებთ, მეთიუ უიტაკერი კიევში იმყოფება. ის გუშინ უკრაინის თავდაცვის მინისტრს, დენის შმიგალს შეხვდა.