ვოლოდიმირ ზელენსკი ნატო-ს სამიტზე – კარგი რაღაცები უნდა იყოს, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვასთან დაკავშირებით

ნატო-ს სამიტი უნდა იყოს ძლიერი, ძლიერი უკრაინისთვის და ყველა ჩვენი პარტნიორისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ განაცხადა.
მისი თქმით, ალიანსის მომავალ კვირაში დაგეგმილი სამიტის შესახებ ხანგრძლივი შეხვედრა გამართა.
„სამიტი უნდა იყოს ძლიერი, ძლიერი უკრაინისთვის და ყველა ჩვენი პარტნიორისთვის. ასევე გაიმართება -ნატოს საბჭოს სხდომა. ვმუშაობთ ახალი გადაწყვეტილებების დეტალებზე, ახალ დოკუმენტებზე, რომლებსაც მოვაწერთ ხელს ჩვენს პარტნიორებთან. კარგი რაღაცები უნდა იყოს, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, უკრაინისთვის უსაფრთხოების საკითხზე ახალი შეთანხმება მომზადდა.
„ძლიერი შეთანხმება, რომელიც ნამდვილად დაუჭერს მხარს უსაფრთხოების შეთანხმებების მთელ ჩვენს არქიტექტურას და ეს არის ჩვენი უსაფრთხოების გარანტი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებამდე. გადაწყვეტილება, რომელიც შეუქცევადია“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ