ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის სამიტზე დასასწრებად შვეიცარიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, მშვიდობის გლობალურ სამიტში მონაწილეობის მისაღებად შვეიცარიაში ჩავიდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამიტში, რომელიც 15-16 ივნისს გაიმართება, 100-მდე ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია მიიღებს მონაწილეობას.
”მშვიდობის სამიტი საშუალებას მისცემს გლობალურ უმრავლესობას, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ისეთ სფეროებში, რომლებიც მნიშვნელოვანია მსოფლიოში ყველასთვის: ბირთვული და სასურსათო უსაფრთხოება, სამხედრო ტყვეების და ყველა დეპორტირებული პირის, განსაკუთრებით დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების, დაბრუნება”, – განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, 15-16 ივნისს შვეიცარია მშვიდობის სამიტს უმასპინძლებს, რომელზეც არ მიუწვევიათ და რომელსაც რუსეთის ფედერაცია რეალურ სამშვიდობო ინიციატივად არ აღიარებს. შვეიცარიის ფედერალური საბჭოს ინფორმაციით, მშვიდობის გლობალურ სამიტში 92 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, მათგან 57 უმაღლეს – პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების – დონეზე იქნება წარმოდგენილი. კიდევ 29 ქვეყანა მინისტრების – ძირითადად საგარეო უწყებების ხელმძღვანელების – დონეზე იქნება წარმოდგენილი. 6 ქვეყანა ელჩებს გააგზავნის: ინდონეზია, , არაბთა გაერთიანებული საამიროები, სამხრეთ აფრიკა, ფილიპინები და ბრაზილია. ბრაზილია და დამკვირვებლების და არა სამიტის მონაწილე სტატუსში იქნებიან. როგორც მოსალოდნელი იყო, ჩინეთის დელეგაცია სამიტს არ დაესწრება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა მელია – საზოგადოების დაკვეთა არ არის ერთიანი სია – ხალხს აინტერესებს მათი როლი და ადგილი ამ საზოგადოებრივ – პოლიტიკურ ცხოვრებაში და არა პოლიტიკოსების ადგილი საერთო სიაში ან ნებისმიერ პარტიულ სიაში