ვოლოდიმირ ზელენსკი მობილიზაციის ასაკის შემცირებაზე – ტექნიკისა და წვრთნის დეფიციტი ჯარისკაცების ახალგაზრდობით არ უნდა ავანაზღაუროთ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდომირ ზელენსკი მობილიზაციის ასაკის შემცირებას ეწინააღმდეგება და აცხადებს რომ ქვეყანას ახლა სჭირდება ფოკუსირება სამხედრო აღჭურვილობის უზრუნველყოფაზე და არსებული ბრიგადების მომზადებაზე.
“ტექნიკისა და წვრთნის დეფიციტი ჯარისკაცების ახალგაზრდობით არ უნდა ავანაზღაუროთ. პრიორიტეტი უნდა იყოს სარაკეტო მოწოდება და ს სამხედრო შესაძლებლობების შემცირება და არა ში გაწვევის ასაკის შემცირება. მიზანი უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენა და არა იარაღის მარაგებში შენახვა“, – წერს ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ განაცხადა, რომ კიევმა უნდა დაიწყოს ახალგაზრდების ჯარში მობილიზება, რადგან ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა სხვა ქვეყნებში. გუშინ სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და პარტნიორები მზად არიან, მოამზადონ და აღჭურვონ ახალგაზრდა ჯარისკაცები, თუ უკრაინა გადაწყვეტს მობილიზაციის ასაკის შემცირებას.