ვოლოდიმირ ზელენსკი – მზად ვარ ფრონტის ხაზზე დონალდ ტრამპთან ერთად წავიდე და ომის რეალობა ვაჩვენო

მზად ვარ ფრონტის ხაზზე დონალდ ტრამპთან ერთად წავიდე და ომის რეალობა ვაჩვენო, – უკრაინის პრეზიდენტმა, მ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა.
„თუ ბატონი ტრამპი ჩამოვა, მე მზად ვარ ფრონტის ხაზზე მასთან ერთად წავიდე. ვფიქრობ, თუ ჩვენ იმის შესახებ ვისაუბრებთ, თუ როგორ დავასრულოთ ომი, ჩვენ მათ, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს უნდა ვაჩვენოთ რას ნიშნავს ეს ომი. არა ის, რასაც ისინი „ინსტაგრამზე“ წერენ, არამედ ნამდვილი ომი“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლება -ის ორივე პარტიის მხარდაჭერისთვის მადლიერია.
შეგახსენებთ, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ში კონფლიქტს 24 საათში მოაგვარებდა.

ასევე დაგაინტერესებთ