“პუტინი საჯაროდ იტყუება, რომ რუსულმა ჯარებმა დაიკავეს კუპიანსკი. მე კუპიანსკში იმისთვის ჩავედი, რომ მსოფლიოსთვის მეჩვენებინა, რომ პუტინი იტყუება” – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდების პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას
12 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა კუპიანსკის შესასვლელთან მდებარე სტელასთან გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა. ქალაქის სრული „დაკავების“ შესახებ პუტინმა და რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა გერასიმოვმა ნოემბერში განაცხადეს.




