კიტ კელოგს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, თეთრ სახლში ვიზიტამდე -ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინული მედიის ცნობით, ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის საკითხებში -ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს თეთრ სახლთან ახლოს მდებარე „ჰეი-ადამსის სასტუმროში“ შეხვდა.
ამასთან, ევროკომისიაში განაცხადეს, რომ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების დაწყებამდე ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში მყოფ ევროპელ ლიდერებთან მოსამზადებელ შეხვედრას გამართავს.
„პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად ვაშინგტონში მოსამზადებელ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას“, – განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპის ქვეყნები, იაპონია და კანადა – უმკაცრესად ვგმობთ ირანის მიერ ბოლო დროს განხორციელებულ თავდასხმებს სპარსეთის ყურეში შეუიარაღებელ კომერციულ გემებზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივ დახურვას

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი – კვირის მსახურება დაიწყება 09:00 საათზე, მეუფე შიო აღავლენს წირვას, მსოფლიო პატრიარქს 12:00 საათისთვის ველოდებით და წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას – ეს არის მისი გადაწყვეტილება