ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი კიევში დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრს ჯერემი ჰანტს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯერემი ჰანტს გაერთიანებული სამეფოს მიერ უკრაინისთვის ნახევარი მილიარდი ფუნტის ღირებულების სამხედრო პაკეტის გამოყოფისთვის მადლობა გადაუხადა და ს წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა.
„ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება სანქციების პოლიტიკას დავუთმეთ. რუსეთის წინააღმდეგ შემაკავებელი ზომების გაფართოება მნიშვნელოვანია, რათა სანქციების გვერდის ავლა შეუძლებელი გახდეს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
ჯერემი ჰანტი მოგვიანებით უკრაინის პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალს შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი – აქცია ვერ აღწევს კულმინაციას, ძირითად შედეგს, რისთვის არის მოწოდებული და დაიწყეს ახლა აკერმანის დღის წესრიგის ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ნაწილზე საუბარი, ფატალურ შედეგზე

ირაკლი ქადაგიშვილი – აღმოჩნდა, რომ დაფინანსება, განსაკუთრებით პოლიტიკასთან პირდაპირ დაკავშირებული „ენჯეოების“, ხმარდება სწორედ რევოლუციების მოწყობას ქვეყანაში და რადიკალიზმის გაღვივებას