ილჰამ ალიევს შეხვდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ილჰამ ალიევს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინული მედიის ცნობით, მოლაპარაკებების დაწყებისას უკრაინისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ორივე სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ილჰამ ალიევს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები ინგლისურ ენაზე შედგა.
„ჩვენ ვიცით, რამდენად მაღალია მშვიდობის ფასი“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„უკრაინის ტერიტორიული სუვერენიტეტისა და მთლიანობის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა ურყევია და იგი არ შეიცვლება. ჩვენ, როგორც ოკუპაციის შედეგად დაზარალებულ ქვეყანას, თქვენი მდგომარეობა მშვენივრად გვესმის და უკრაინელებსა და უკრაინას მშვიდობას ვუსურვებთ“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხუციშვილი: მართლა ტროტუარზე გადაადგილების შეფერხება რომ იყოს პრობლემა, პირველ რიგში თავისუფლების მეტროს წინ, ლეზგინკას მოცეკვავეებს დაიჭერდნენ, ან ქუჩებში ტაატით და განცხრომით დიდ ჯგუფებად მოსიარულე რუსებს, ინდოელებს და არაბებს