– თუ ჩვენ ომის ცხელი ეტაპის შეჩერება გვსურს, მაშინ უკრაინის ტერიტორია, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ, ნატო-ს ქოლგის ქვეშ უნდა მივიღოთ

თუ ჩვენ ომის ცხელი ეტაპის შეჩერება გვსურს, მაშინ უკრაინის ტერიტორია, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ, ნატო-ს ქოლგის ქვეშ უნდა მივიღოთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„თუ ჩვენ ომის ცხელი ეტაპის შეჩერება გვსურს, მაშინ უკრაინის ტერიტორია, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ, ნატო-ს ქოლგის ქვეშ უნდა მივიღოთ. ეს სწრაფად უნდა გავაკეთოთ. შემდეგ კი, უკრაინის (ოკუპირებულ) ტერიტორიასთან დაკავშირებით, მათ დაბრუნებას დიპლომატიური გზით შეძლებს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ზემოთ აღნიშნული პირობის შემთხვევაში ნატო-ში გაწევრიანების შესახებ მიწვევა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს უნდა აღიარებდეს.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა საჭიროა იმის გარანტირებისთვის, რომ უკრაინის კიდევ უფრო მეტი ტერიტორიის დასაკავებლად „პუტინი უკან არ დაბრუნდეს“.
ასევე, მისივე თქმით, ნატო-მ უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია „დაუყოვნებლივ“ უნდა დაფაროს, „წინააღმდეგ შემთხვევაში ის უკან დაბრუნდება“.

ასევე დაგაინტერესებთ

მეფე ჩარლზ III: 2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან წარმოადგენდა ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს