– თუ კვლავ მოვა აგრესიით, რას გააკეთებს ? როგორ იმუშავებს უსაფრთხოების გარანტიები?როგორ იმუშავებენ პარტნიორები? რა ძალით გააჩერებენ მოსკოვს? – ამაზე უნდა მივიღოთ პასუხები

ჯერ არ შემიძლია პასუხის მიღება, თუ როგორ იმუშავებს -ის უსაფრთხოების გარანტიები ს აგრესიის შემთხვევაში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„არის კითხვა, რომელზეც ჯერჯერობით არ შემიძლია პასუხის მიღება. არ შემიძლია – ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს არ სურს, უბრალოდ მანამდე ვერ მივედით…
როდესაც გაქვს არა ნატო, არამედ როგორც ნატო, გაქვს უსაფრთხოების გარანტიები, როგორც ნატო-ს. ვიღაც ამბობს, შეიძლება ეს უკეთესიცაა. არ ვიცი, შეფასებაში არ შევდივარ. მხოლოდ ერთ რამეს ვაფასებ – პასუხს კითხვებზე, რას გააკეთებს აშშ, თუ რუსეთი კვლავ მოვა აგრესიით? რას გააკეთებს უსაფრთხოების ეს გარანტიები, როგორ იმუშავებს ეს, როგორ იმუშავებს ყველა პარტნიორი, რანაირად? რა ძალით გააჩერებენ მოსკოვს? კონკრეტულად…
მიმაჩნია, რომ ამაზე უნდა მივიღოთ პასუხი. დაე, არ იყოს საჭირო, მაგრამ დაფიქსირებული იყოს რაღაც დოკუმენტებში”, – განაცხადა ზელენსკიმ.