უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩავიდა, სადაც ქვეყნის პრეზიდენს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.
„ოფიციალური ვიზიტი თურქეთში პირველ ლედისთან, ოლენა ზელენსკასთან ერთად. შეხვედრები პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და პირველი ლედისთან, ემინე ერდოღანთან“, – წერს ზელენსკი X-ზე, სადაც თურქეთში ჩასვლის კადრებს ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, თურქეთში დაგეგმილ შეხვედრებზე განსახილველ საკითხებს შორისაა ტყვეების გაცვლის და საკვების უსაფრთხოების თემები.
