ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში მივიდა. უკრაინის პრეზიდენტს თეთრ სახლთან აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დახვდა.
Fox News-ის ცნობით, აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ: აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სუზი უილსი, ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და უკრაინის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი.
ამასთან, ვაშინგტონში დაგეგმილი შეხვდრების შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი Fox News-ს ექსკლუზიურ ინტერვიუს მისცემს.
