ვოლოდიმირ ზელენსკი – ვლადიმერ პუტინს „ორეშნიკის“ რაკეტების ქნევით დონალდ ტრამპის ძალისხმევის ჩაშლა სურს

ვლადიმერ პუტინს სურს, „ორეშნიკის“ რაკეტების ქნევით ჩაშალოს -ის პრეზიდენტის, ს ძალისხმევა, მას სურს სიტუაციის ესკალაცია ისე, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ვერ დაასრულოს ომი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ განაცხადა.
მისი თქმით, ყაზახეთში პუტინმა “კიდევ ერთხელ გაუკეთა რეკლამა თავის რაკეტებს – მის მზადყოფნას მოკლას, გაანადგუროს”.
“პუტინს, ცხადია, სურს, რომ ათასობით რაკეტას, რომელმაც უკვე დაარტყა ს, კიდევ ათასობით დაემატოს. მას არ სჭირდება ამ ომის დასრულება. უფრო მეტიც, პუტინს სურს ხელი შეუშალოს სხვებს ამ ომის დასრულებაში. თავის „ორეშნიკს“ ახლა, შესაძლოა, მხოლოდ იმ მიზნით იქნევს, რომ პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევა ჩაშალოს, რომელიც აუცილებლად იქნება ინაუგურაციის შემდეგ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, პუტინს ახლა სიტუაციის ესკალაცია სურს იმისთვის, რომ ტრამპმა ვერ მიაღწიოს წარმატებას და ვერ შეძლოს ომის დასრულება.
„პუტინი არის ამ ომის ერთადერთი დამნაშავე და ერთადერთი, ვისაც სჯერა ომის და ამიტომაც პუტინის ესკალაცია ახლა არის ზეწოლა, რათა შემდგომში აიძულოს ამერიკის პრეზიდენტი დაეთანხმოს ს პირობებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, გუშინ ს „გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე“ დარტყმით დაიმუქრა. მისი თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და მათი გენერალური შტაბი უკვე „ირჩევენ სამიზნეებს“ „ორეშნიკის“ რაკეტით უკრაინის ტერიტორიაზე დასარტყმელად.