ვოლოდიმირ ზელენსკი – ვიმუშავებთ ტყვეების ყველა ყველასთვის პრინციპით გაცვლაზე მოლაპარაკებაზე

დაუღალავად ვმუშაობთ, რათა ყველა ბავშვი სახლში დავაბრუნოთ. იგივე ეხება ჩვენს სამხედრო ტყვეებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
უკრაინის პრეზიდენტი მადლობას უხდის -ის პირველ ლედის, მელანია ტრამპს „ომის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და რთული საკითხისადმი – ს მიერ უკრაინელი ბავშვების გატაცებისადმი – ყურადღებისთვის“.
„ვაფასებთ მის თანაგრძნობას და პუტინისადმი მიწერილ წერილს. ეს საკითხი ომის ჰუმანიტარული ტრაგედიის ცენტრშია – ჩვენი შვილები, დანგრეული ოჯახები, განშორების ტკივილი. სულ მცირე 20 000 ბავშვი წაიყვანეს. ვთხოვე პრეზიდენტ ტრამპს, უკრაინის პირველი ლედის ოლენა ზელენსკას მადლიერების წერილი გადაეცა მელანიასთვის. მისი ხმა მნიშვნელოვანია და მისი მზრუნველობა ამ საქმეს ძალას სძენს“, – წერს ზელენსკი.
მისი თქმით, იმუშავებენ ომის ტყვეების ყველა ყველასთვის პრინციპით გაცვლაზე მოლაპარაკებაზე.
„დაუღალავად ვმუშაობთ, რათა ყველა ბავშვი სახლში დავაბრუნოთ. იგივე ეხება ომის ტყვეებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც წლების განმავლობაში რუსეთში, ზოგიერთი მათგანი 2014 წლიდან, ძალიან ცუდ პირობებში არიან. ათასობით ადამიანი ჯერ კიდევ გათავისუფლებას საჭიროებს – და ეს მშვიდობის დამყარების ნაწილია. ვიმუშავებთ ტყვეების ყველა ყველასთვის პრინციპით გაცვლაზე მოლაპარაკებაზე, მადლიერები ვართ, რომ გვყავს ძლიერი მეგობრები, რომლებიც გვეხმარებიან“, – წერს ზელენსკი.