რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შემდეგ, მსოფლიო დასკვნებს გამოიტანს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ყოველდღე გრძელდება რუსული ტერორი და ყოველდღე რუსები გამორიცხავენ ომის დასრულების – ცეცხლის შეწყვეტის და მშვიდობაზე რეალური საუბრის შესაძლებლობას. ჩვენ, უკრაინაში, დადებითად აღვიქვით ამერიკის შეერთებული შტატებისა და პრეზიდენტ ტრამპის ყველა წინადადება ამ დარტყმებისა და მკვლელობების დასრულებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინამ ომის დასასრულებლად სხვადასხვა ფორმატის ინიცირება მოახდინა.
„მკვლელობით სწორედ პუტინია დაინტერესებული. ეს ომი ყოველდღე მხოლოდ მისი ომია – მხოლოდ რუსეთის ომი. ვიმედოვნებთ, რომ მსოფლიო აქედან დასკვნებს გამოიტანს. განსაკუთრებით პოლონეთში დრონების შეჭრის შემდეგ, ქვეყანაში, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ევროპაშიც ნამდვილად იგრძნონ, რომ როდესაც საქმე ეხება რუსეთს ეხება, საქმე არ ეხება მის ამა თუ იმ მეზობელს – საქმე ეხება ყველა მათგანს.
„წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი გამოიტანს დასკვნებს და მხოლოდ გააფართოვებს ომს და არა აუცილებლად კონკრეტულად უკრაინის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.




