ვოლოდიმირ ზელენსკი – ვიმედოვნებთ, რომ გერმანია გააგრძელებს ერთ-ერთი მთავარი როლის შესრულებას უკრაინის მხარდაჭერაში

ვიმედოვნებთ, რომ გერმანია გააგრძელებს ერთ-ერთი მთავარი როლის შესრულებას უკრაინის მხარდაჭერაში – როგორც ჩვენი ხალხის დაცვაში ახლა, ასევე ქვეყნის აღდგენაში ომის დასრულების შემდეგ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, , გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, სა და გერმანიას შორის პარტნიორობის დიდი პოტენციალი არსებობს.
„უკრაინასა და გერმანიას შორის პარტნიორობის დიდი პოტენციალი არსებობს და ჩვენ უკვე შევთანხმდით, რომ ბევრი მნიშვნელოვანი რამის განხორციელებაზე ვიმუშავებთ. განვიხილეთ შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები. ბატონმა კანცლერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გაგრძელება. მნიშვნელოვანი იყო ამის მოსმენა. მადლიერი ვარ“, – დაწერა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ასევე ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ გახადონ დიპლომატია კიდევ უფრო არსებითი.
„ჩვენ ერთად ვიმუშავებთ ღირსეული მშვიდობისთვის და ვათანხმებთ მომავალი კონტაქტების გრაფიკს. მადლობას ვუხდი გერმანიას ჩვენი ხალხის სიცოცხლის დაცვისა და საერთაშორისო სამართლის დაცვის მხარდაჭერისთვის“, – დაწერა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ლიეტუვის ელჩზე – იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელიც უკრაინაში ომის პარალელურად რუსეთში ღვინის ექსპორტით პირველ ადგილზეა, პრინციპებზე ქედმაღლურად ნუ დაგველაპარაკებიან

გერმანიის ელჩი – ჩვენ ნამდვილად არ ვართ „დიფ სთეითი“, ეს არ არსებობს, ეს გამოგონილია და თუ ვინმეს შეუძლია „დიფ სთეითი“ მაჩვენოს, მე ძალიან მაინტერესებს მისი ნახვა – რაც შეეხება დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას, ეს გერმანიაშიც მოხდება